როგორ სრულდება სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - უწყებათაშორისმა კომისიამ მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში დაზარალებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და პროგრამების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნაზე.
"ვიმსჯელეთ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე, იმ სიახლეებსა და განვითარებებზე, რომელიც უკავშირდება ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობის მიზანს. კომისიამ, ასევე, დეტალურად განიხილა და შეაჯერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედების საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშვიდობო ინიციატივით გახსნილ შესაძლებლობების შესახებ ერთ სივრცეში კონსოლიდირებულ ინფორმაციასა და წვდომის უზრუნველყოფას,“ - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.