07 სექტემბერი 2026,   19:57
ვრცლად
შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

პროექტში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

დღის ამბები