24 ივნისი 2026,   10:44
ვრცლად
ავტოკატასტროფა პერუში - მგზავრებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაღუპულია 9 ადამიანი

პერუში ავტოკატასტროფა მოხდა - მგზავრებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადავარდა, დაღუპულია 9 ადამიანი.

ავტობუსი ეკუთვნოდა პერუს ხალხური მუსიკის ჯგუფს, რომელიც ლიმაში, სპექტაკლზე მიემგზავრებოდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ავტობუსი უნებართვო მარშრუტზე მოძრაობდა. მომხდარის მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები