24 ივნისი 2026,   01:35
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, წეროვანი, გოროვანი, ჩარდახი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, იოსელიანის, მწითურის, ბექაურის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები