ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე, დაბა ადიგენსა და რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - იგება ასფალტისა და ბეტონის საფარი.
პარალელურად, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში სკვერები ეწყობა; აქტიურ ფაზაშია სპორტული მოედნების რეაბილიტაციაც. სამუშაოების ნაწილი სოფლებში უკვე დასრულდა.