14 სექტემბერი 2026,   02:00
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 25 ათას კვადრატულ მეტრზე ბეტონის საფარით იცვლება ბაქნის ასფალტის ფუნდამენტი. ასევე, იცვლება შიდა კომუნიკაციები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქნის კონფიგურაცია და თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება.

პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა.

დღის ამბები