ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბავშვებს ტრეფიკინგისგან გადაარჩენდა, ისტორიები შეთხზა, რათა საქველმოქმედო ფონდისთვის ფულის მოეგროვებინა. ინფორმაციას BBC ვარცელებს.
ადამ უიტინგტონი, Project Rescue Children-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის დაეხმარა 700-ზე მეტ ბავშვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უგანდა, კენია და გამბია.
როგორც აღმოჩნდა, ამ ბავშვებიდან ზოგიერთი არასოდეს ყოფილა ტრეფიკინგის მსხვერპლი და მათთვის შეგროვებული თანხები, რომელიც ზოგჯერ ცნობილი ადამიანების მხარდამჭერით გროვდებოდა, გაჭირვებულ ბავშვებამდე ყოველთვის არ აღწევდა.
გამოძიება აჩვენებს, რომ ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქე ადამ უიტინგტონს, შეცდომაში შეჰყავდა დონორები, მათ შორის, ბავშვისთვის ფულის შეგროვებით, რომლებიც სავარაუდოდ ტრეფიკინგს გადაურჩნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბავშვები ფაქტობრივად მთელი იმ დროის განმავლობაში, დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
უიტინგტონმა ტრეფიკინგისა ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე მუშაობა, პოლიციის დატოვების შემდეგ დაიწყო.
მისმა და PRC-ის სოციალური მედიის გვერდებმა, 1,5 მილიონი მიმდევარი დააგროვა და შემაშფოთებელი შინაარსის ისტორიების შემდეგ, მან
ცნობილი ადამიანების მხარდაჭერაც მოიპოვა.