24 ივნისი 2026,   10:44
ვრცლად
დონეცკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა - საჰაერო იერიშები რუსეთის ძალებმა სამ ქალაქზე მიიტანეს

უკრაინაში ომის 864 დღეს, დონეცკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

საჰაერო იერიშები რუსეთის ძალებმა სამ ქალაქზე მიიტანეს. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი 43 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სუმის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ენერგო გენერატორები. ოლქში მდებარე დასახლებები ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები