დღის მეორე ნახევარში გაიხსნება მესხის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე, რომელიც სპეციალურად გულშემატკივრებისთვის მოეწყო.
გარე პერიმეტრზე კვების ზონები განთავსდება. გარდა ამისა, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქომაგებს შეუძლიათ ტერიტორიაზე მივიდნენ და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთონ.
მესხის სტადიონზე მატჩი, პირდაპირ ეთერში გადაიცემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თამაშის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო მოემსახურება. მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილება ღამის 02:00 საათამდე შეეძლებათ.