"ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა!" - ამის შესახებ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, თემურ გვალია სოციალურ ქსელში წერს, რითაც დასის მიერ განხორციელებულ ქმედებას ეხმაურება.
დასმა გუშინდელი სპექტაკლის შემდეგ გაშალა ბანერები "არა რუსდულ კანონს".
როგორც გვალია აღნიშნავს, გუშინდელი პერფორმანსი მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ.
"ეხლა მომისმინეთ! გუშინ "მარჯანიშვილის თეატრში" გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში" დადგმული სპექტაკლი "მეფე ლირი".
სპექტაკლი როცა დამთავრდა, ეგრედწოდებული "პაკლონის" შემდეგ გაიშალა პლაკატები "არა რუსულ კანონს" და კიდევ სხვა...
ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა!
ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ სხვადასხვა საინფორმაციოები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ინიციატივის ავტორად მთლიანად "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს მოიხსენიებენ, რაც არის ტყუილი და დეზინფორმაცია!
გუშინდელი "პერფორმანსი" მთლიანად მოფიქრებული და განხორციელებული იყო სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მიერ და არა "თუმანიშვილის" თეატრის მიერ..
ხოდა ძალიან გთხოვთ ყველას!
როცა ამ თემას ეხებით სოც-ქსელში, ისაუბრეთ მათზე, ვინც უშუალოდ დაგეგმა ეს აქცია და ვინც იღებდა მასში მონაწილეობას და არა მთლიანად დასზე!
100-მა კაცმა მომწერა.. მეკითხებიან რა ხდება თქვენთან თეატრშიო და დავიღალე პასუხების გაცემით!
რა ხდება და ის ხდება რაც მთლიანად ქვეყანაში!
ასე, რომ გთხოვთ "თუმანიშვილის თეატრის" ლანძღვას თავი დაანებოთ! თეატრი აქ არაფერ შუაშია!
ჩემი დამოკიდებულება კი იცით მეგობრების უმრავლესობამ, ამ საკითხთან დაკავშირებით..
არც იმიტომ ვდებ ამ პოსტს, რომ თავს ვიმართლებ...
უბრალოდ ეს "აქცია" იყო თეატრის რამოდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული და განხორციელებული და მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით." - წერს თემო გვალია.