13 სექტემბერი 2026,   05:33
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებენ, - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე ერთობლივად გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "ახალის" წევრებმა.

დეპუტატები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო, ისინი წყვეტენ თანამშრომლობას უმაღლეს საბჭოსთან და არ დაესწრებიან სხდომებს.

"პროტესტის ნიშნად, ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას. შეუძლებელია, მათ ესაუბროთ რაიმე საკითხზე, გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება და გაათავისუფლონ ეს ქვეყანა რუსული მარწუხებისგან. ფარად აღვუდგებით ამ ახალგაზრდებს და მათ მიერ მოქნეული ხელკეტი მოგვხვდეს ჩვენ და არა იმ ახალგაზრდებს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი.

დღის ამბები