საკანონმდებლო ორგანოში, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის საპასუხოდ, სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პირველ კორპუსთან შეიკრიბა. მათ ფილარმონიასთან სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ და, მარშით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" აპროტესტებენ და ხელისუფლებას განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.