უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, თავის ტელეგრამის არხზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"მიმდინარე კვირაში ხარკოვშჩინაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ამჟამად იქ გრძელდება ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის გასწვრივ. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეინარჩუნონ თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, მტერს დარტყმებს აყენებენ,“ - წერს სირსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, აქტიური ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, სევერსკის, ლიმანის, პოკროვსკსის მიმართულებებზე. ვითარება ძალზე დინამიკურად იცვლება.
"ზოგიერთ რაიონში მოწინააღმდეგეს ნაწილობრივი წარმატებები აქვს, სხვებში [უკრაინის] თავდაცვის ძალები მტერს განდევნიან და იუმჯობესებენ ტაქტიკურ მდგომარეობას,“ - აღინიშნა მთავარსარდალმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა შექმნილი, მიმდინარეობს ქვედანაყოფების როტაცია, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა დაისვენონ და აღიდგინონ ბრძოლისუნარიანობა.