"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს პარლამენტთან ისევ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი უკვე შეიკრიბა. დღეს აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ადგილზე ყვავილები მიიტანეს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა. როგორც ისინი ამბობენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.
საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის კანონის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.