14 სექტემბერი 2026,   00:29
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო

ადგილობრივი ხელისუფლება, ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთანაც, სადაც სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჭითაწყარში, 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაასრულა. მოწესრიგდა სანიაღვრე არხები და დაიგო გზა გამსახურდიას ქუჩაზე.

წელს დაგეგმილია სოფელში მდებარე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.

დღის ამბები