13 სექტემბერი 2026,   04:33
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან

სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა გრძელდება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან.

პროექტის შესახებ მორიგი პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პროგრამის დეტალები სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები, მომავალში, სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც გაიმართება.

დღის ამბები