რა ვითარებაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ - მონაცემები დღეს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა შეაჯამა.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ნორმის ფარგლებშია ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი და გოგირდის დიოქსიდი, თუმცა მყარი ნაწილაკები გარკვეულ დღეებში შესაძლოა ნორმას აჭარბებდეს. მყარი ნაწილაკების შემცველობის კლებაა რუსთავში, სადაც ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
რაც შეეხება მონიტორინგს, ქვეყანაში მოქმედ 7 ავტომატურ სადგურს 8 ახალი დაემატა.