კულტურის მინისტრმა ოთხი ახალი კონკურსი გამოაცხადა. ესენია: "კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“; "სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება“; "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/სამუზეუმო დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების გამოცემა"; "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“.
სამინისტრო ოთხივე კონკურსს 2021 წლიდან ატარებს. საკონკურსო განაცხადები დღეიდან 25 მარტის ჩათვლით მიიღება.