საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, 738 ათასი ლარი გამოიყო. სენაკის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები დაასრულა.
განსახორციელებელი პროექტები თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შეარჩია.
მიმდინარე წელს, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 45 პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.