13 სექტემბერი 2026,   00:56
ვრცლად
"ვირტუს ბოლონიამ" "სკაფატის" უმასპინძლა და 94:67 დაამარცხა - თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი წარმატებული მატჩი

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი წარმატებული მატჩი- იტალიის სერია A-ში "ვირტუს ბოლონიამ" "სკაფატის" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 94:67 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მოაგროვა.

ვირტუსი 20 ტურის შემდეგ 15 მოგებით და 5 მარცხით ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი თასზე 15 თებერვალს "რეჯიო ემილიასთან" გამართავს.

დღის ამბები