გიორგიწმინდაში, იმერეთის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები სრულდება. გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების კეთილმოწყობას ასრულებს.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 300 000 ლარი იხარჯება.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი