25 სექტემბერი 2026,   11:54
ვრცლად
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა მშვიდობის კონტექსტში იყო ნახსენები, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თითოეული ქართველისთვის - მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა და ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს მშვიდობის კონტექსტში ხსენება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემთვის პირადად, უმნიშვნელოვანესი, რომ ნახსენები იყო სწორედ მშვიდობის კონტექსტში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა. ეს არის, ალბათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის, რომელზე ხაზგასმაც, ალბათ, ამ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან არის განსაკუთრებულად ღირებული და განსაკუთრებულად დასაფასებელი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

დღის ამბები