უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხცადებით, ქვეყანამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ.
დენის შმიგალის თქმით, დოკუმენტებში აღწერილია, რომელი ობიექტების, რა რაოდენობითა და რა ტიპის იარაღით დაბომბვას გეგმავს რუსეთი.
"გასულ კვირას ჩვენმა სპეცსამსახურებმა რუსული მხარისგან მიღებული მასალები გადმოგვცეს. ეს არის რუსი ტერორისტების ამ ზამთრის სამოქმედო სტრატეგია... იქ ორი ვრცელი დოკუმენტია, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი. ცხრილებში მითითებულია თითოეული ობიექტის გასანადგურებლად საჭირო იარაღის რაოდენობა და სახეობები. ჩვენ გვესმის, როგორ იმოქმედებენ ისინი", – აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვასა და მარაგების შექმნაზე, რათა შესაძლო თავდასხმების შემდეგ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად შეძლოს.