გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით 9 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში მოხდა.
"რუსთავი2"- ის ინფორმაციით, მოზარდები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და თანატოლს მოხვდა.
მიღებული დაზიანებით მოზარდი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.