13 ივნისი 2026,   22:55
ვრცლად
60 წლის მამაკაცს ორი პირის გაუპატიურების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ძალადობისთვის ბრალი წარედგინა

60 წლის მამაკაცს, ორი პირის გაუპატიურების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ძალადობისთვის, პროკურატურამ ბრალი წარედგინა.

სავარაუდოდ, დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიებას სასამართლო დღეს გადაწყვეტს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ დაკავებული „ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.

მამაკაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები