14 ივნისი 2026,   01:51
ვრცლად
პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი - The Wall Street Journal

პუტინს სურს, დაიბრუნოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი - ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს პატიმრობიდან დაიხსნას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.

კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. პრესის ინფორმაციით, განიხილებოდა კრასიკოვის გაცვლა ამერიკის მოქალაქეზე, რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ყოფილ სამხედროზე, პოლ უილანზე, რომელსაც 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები