14 ივნისი 2026,   03:23
ვრცლად
იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ამოღებულია წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი და 21 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.

ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დღის ამბები