ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სამი პირი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული მეწარმეები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისთვის ყალბ საანგარიშწორებო დოკუმენტებს ადგენდნენ. გამოძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარდა.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.