14 სექტემბერი 2026,   23:41
ვრცლად
პატრიარქი: სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

შიო III-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. ეკლესიაში ახალი სტილით, 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის.

არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

"გილოცავთ ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ინდიქტიონის დაწყებას და, ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულშიც, ჩვენს ცხოვრებაშიც. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

დღის ამბები