15 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ლიბანის უსაფრთხოების ზონაში "ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას გააგრძელებენ".

"ჩვენ გავანადგურეთ უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე ბუფორის და ალი თაჰერის ქედზე. ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა: გავაგრძელებთ ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას ლიბანის უსაფრთხოების ზონაში და მოვხსნით ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებულ ნებისმიერ საფრთხეს", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთი გაფრთხილება გასცა და აღნიშნა, რომ, თავდასხმის განმეორების შემთხვევაში, ისრაელი კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს მიაყენებს.

"თუ გაკვეთილი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეთ და გადაწყვეტთ, რომ ისევ თავს დაგვესხათ - კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს მიიღებთ. სამუშაო ჯერ კიდევ ბოლომდეა მისაყვანი და, ღვთის შეწევნით, ჩვენ ამას დავასრულებთ", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

დღის ამბები