შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები: სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბადრი ქოქოლაძე და უმცროსი ინსპექტორი, სასაზღვრო პოლიციის მასტერ მიჩმანი - ბიძინა ტაკიძე, რომლებმაც აჭარაში, 2 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის" დაჯილდოვდნენ.
როგორც ირკვევა ბადრი ქოქოლაძემ და ბიძინა ტაკიძემ, ბათუმში, პატრულირებისას ზღვაში 2 ქალბატონი შენიშნეს, რომლებიც წყლის ტრანსპორტის გადაბრუნების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ და იხრჩობოდნენ. სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მათ დასახმარებლად დროულად მიიღეს შესაბამისი ზომები, წყალში მყოფ მოქალაქეები ზღვიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ნაპირზე გაიყვანეს.
