



დღეს, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებული პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
გამოიკითხებიან მოწმეები, მათ შორის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის წარმომადგენელი, რომელიც შესრულებულ სამუშაოს იბარებდა და აძლევდა შემდგომი სამშენებლო საქმიანობის ნებართვას.
საქმეში, რომელსაც დღევანდელი პროცესი ეხება, 9 პირია ბრალდებული. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.