30 სექტემბერი 2026,   10:35
ვრცლად
კახეთში ახალგაზრდა მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი ჭაში ჩააგდეს და ბეტონით ამოავსეს - დაკავებულია ორი პირი 

პოლიციამ კახეთში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნაცნობი რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა კი ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.

"სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები