რეგიონებში მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიება გრძელდება. ამჯერად ღვაწლმოსილ პედაგოგებს სპეციალური ჯილდოები საგარეჯოსა და ახმეტაში გადასცეს.
"შევიკრიბეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაგვეჯილდოებინა ღვაწლმოსილი პედაგოგები. შეირჩა 5 პედაგოგი, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის აღზრდაში და განვითარებაში", - აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური.
ცერემონიას განათალების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს თბილისში ჩატარდება.
"კახეთის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს მივულოცეთ მათი დღე და გადავეცით ჯილდოები. ეს არის ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება სამინისტროს მხრიდან მადლიერების", - აცხადებს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა.