დასაქმების ფორუმი თბილისში. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცათ, კომპეტენციის და უნარების შესაბამისად სასურველი ვაკანსია შეერჩიათ. სულ 10 კომპანიის 400-მდე ვაკანსია წარდგენილი.
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრის, ავთანდილ ცინცაძის, ინიციატივითა და „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.