მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალი დაუზუსტდება. გამოძიება უზბეკეთის მოქალაქეს, 48 წლის გაბრიელ ხოხობაშვილს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს.
უმძიმესი დანაშაული კახეთში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ჟანბოტა ტოლებენი აგურის თავში ჩარტყმით მოკლა და ცხედრის დამალვა მდინარე იორში სცადა. მიმალვის მიუხედავად, ხოხობაშვილი მალე დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელსა და მოკლულს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. არსებობს ვარაუდი, რომ კაცმა ქალი ქონების დაუფლების მიზნით გაიმეტა.
ავტორი : მაია გრიგოლია