მზადება 26 მაისისთვის - საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებამდე რეპეტიცია გაიარეს.
დამოუკიდებლობის დღეს ოფიციალურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფები, მოხალისეთა ახალგაზრდული ორგანიზაციები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურეები.
სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისის გარდა, გაიმართება ქვეყნის 15 ქალაქში. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საგამოფენო სივრცეებიც მოეწყობა. 26 მაისს ტრადიციულად თბილისსა და რეგიონებში ფიცს დადებენ რეკრუტები.