საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - უბნები დილის 7 საათიდან გაიხსნა, საარჩევნო პროცესი 12 საათს გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება საბერძნეთის 10 მილიონ მოქალაქეს აქვს.
მანდატის მოსაპოვებლად მოქმედი პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკისის დემოკრატიული პარტია და მემარცხენე ოპოზიციის ლიდერის, ალექსის ციპრასის პარტია იბრძვიან.
წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებს უპირობო ლიდერი არ ჰყავს და მოსალოდნელია მეორე ტური.