მასშტაბური ტყის ხანძარი ამერიკაში - სტიქიას იუტასა და კოლორადოს შტატებში ებრძვიან.
ცეცხლთან ბრძოლისას სამი მეხანძრე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ხანძარმა 11 ათას 300-ზე მეტი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
კოლორადოში ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა.
საფრთხის ზონაში მოყოლილი რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.