30 სექტემბერი 2026,   08:38
ვრცლად
თბილისი- მოსკოვი- თბილისი - Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა

თბილისი- მოსკოვი- თბილისი - რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ რეგულარული ოპერირება უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები დღეიდან კვირაში 7-ჯერ განხორციელდება.

"დღეს, 20 მაისს, ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. Georgian Airways გეგმავს ყოველდღიურად, კვირაში 7-ჯერ ფრენების შესრულებას,"-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

დღის ამბები