პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა და 53 ადგილზეა. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. გრძელვადიანი გაუმჯობესებით კი საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
კვლევის თანახმად, მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობა. პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა ფაქტორს, მათ შორისაა კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, კორუფციის დაბალი დონე, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა.