14 ივნისი 2026,   08:04
ვრცლად
ფეხბურთის მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარყვნილი ქმედება, მათ შორის, გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში.

PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს, მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალურობა.

დღის ამბები