საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, მათ საგარეჯოს საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, სანაცვლოდ კი სოფელ ხაშმში მდებარე 23 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა მიისაკუთრეს.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცნობისთვის, საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე გარდაცვლილია.