ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია კახეთის რეგიონში - სახელმწიფო მინისტრი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა საზოგადოებას სამ კვირიანი მრავალ- კომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ყვარლისა და ლაგოდეხის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებშიც.