Fly Dubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტს ისრაელის პრემიერი მინისტრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მომხდარის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ კონსულტაციები გამართა და მოვლენებს აკვირდება.
ადმინისტრაციის განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"საავიაციო ინციდენტთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ კონსულტაციები გამართა და აკვირდება მოვლენებს.
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება; ამჟამად ყველა საჭირო ზომა ტარდება იმისთვის, რომ ისრაელელი მგზავრების ისრაელში უსაფრთხოდ დაბრუნება მოხდეს",- აღნიშნულია პრემიერ - მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.