სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით კულინარიული შეჯიბრი "შეფმკურნალი" გაიმართა.
თეთრი ხალათის ნაცვლად ექიმებმა რამდენიმე საათით წინსაფრები მოირგეს.
ორ-ორი ექიმისგან დაკომპლექტებული ხუთი გუნდი ერთმანეთს ორი სახის კერძის - კანაპესა და სალათის მომზადებაში შეეჯიბრა.
სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდს დუბაიში ორკაციანი საგზური გადასცა.