03 ოქტომბერი 2026,   00:56
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ოპოზიცია შერცხვენილია თავიანთ მომხრეებთან და არ გამოაქვეყნებდნენ ამ კვლევას" - ლევან მაჭავარიანი

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ IRI-ის კვლევის შედეგები დამალა, რადგან ისინი საკუთარ მხარდამჭერებს ილუზიებში აცხოვრებენ და სრულიად განულებულნი არიან.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა უდიდესი მიღწევაა, რომელსაც მოქალაქეები სათანადოდ აფასებენ. 

"რა თქმა უნდა, ოპოზიცია შერცხვენილია თავიანთ მომხრეებთან და არ გამოაქვეყნებდნენ ამ კვლევას. ლოგიკურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთი მომხრეების ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, დღემდე აღქმებში აცხოვრებენ, რაღაც გეოპოლიტიკურ ილუზიებში ამყოფებენ და არ უნდათ, რომ მათ გაუზიარონ ის შედეგები, რა შედეგებიც რეალურად დღეს სახეზეა. ბოლომდე განულებულები არიან. მშვიდობა და სტაბილურობა ამ ურთულეს დროში, რაც ვითარდება ზოგადად მსოფლიოში, რეგიონში, ფართო რეგიონში, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აღიქვამენ, თუ რა შრომის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი, როგორი იყო წნეხი, როგორი იყო ზეწოლა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავუძელით ქართველი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობაა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები აფასებენ." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

 

 

დღის ამბები