01 ოქტომბერი 2026,   14:31
ვრცლად
აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე, "სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის" მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მინისტერიალზე, სახელად "სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის" მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ღონისძიება კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას ემსახურება. მინისტერიალში მონაწილეობა 45-მა სახელმწიფომ მიიღო.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ოთარ შამუგიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორზე, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

„მონაწილე მხარეებს წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან და კლიმატგონივრული ტექნიკის დანერგვასთან, რომელიც აქვს საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში და ჩვენი წყლის ნიადაგის რესურსების რაციონალური გამოყენება,“ - ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია

 

დღის ამბები