02 ოქტომბერი 2026,   00:06
ვრცლად
"დღევანდელი ევროკავშირი პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა" - ირაკლი ჭეიშვილი

მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პოლიციელზე ძალადობისა და სამართალდამცველებზე თავდასხმების პირდაპირი წახალისებაა. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტების გამოხატულებაა. 

"მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელზე იძალა, მას დააჯილდოებ და წაახალისებ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ კიდევ ხვალ და ზეგ წაახალისონ მსგავსი ფაქტი, რომ იძალადონ პოლიციელზე და არა მხოლოდ პოლიციელზე, ნებისმიერ საჯარო მოხელეზე თუ ადმინისტრაციულ შენობაზე.

პოლიციელზე ძალადობის ფაქტს ახალისებს დღევანდელი ევროკავშირი და იძლევა ამისთვის ჯილდოებს, რომ ხვალ და ზეგ იგივე გააკეთოს და გაიმეოროს ნებისმიერმა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა.

თქვენ კარგად იცით თუ როგორ ისჯება ევროპაში, მათ შორის, მსგავსი პოლიციელზე ძალადობა და როგორ ისჯება ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელზე ძალადობა", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს. 

დღის ამბები