სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მათი მეზობელი, 28 წლის მამაკაციცაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 47 წლის მამაკაცი მის შვილზე 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად. გამოძიების ინფორმაციით 47 წლის კაცი შვილს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რასაც არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა და ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. მოზარდი ახლა 14 წლისაა.
მერვე კლასელ გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ფსიქოლოგების თანდასწრებით დაიკითხა კიდეც, დანაშაულის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
მოზარდის ოჯახი ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.
"ძალიან საშინლად გრძნობს ბავშვი თავს. ბავშვი არის სტრესში, დამნაშავეა თავისი საკუთარი მამა. ყველაფერს გაარკვევს სამართალი, პოლიცია იძიებს," - ამბობს ოჯახის წევრი.